გლობალური გვერდი

Red Bull Neymar Jr's Five-ს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Red Bull Neymar Jr's Five 2019 წლის ჩემპიონატზე!

Red Bull Neymar Jr's Five ჩემი სახელობის გლობალური ჩემპიონატია, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან აერთიანებს. ეს ჩემპიონატი სისწრაფეზე, ტექნიკაზე და გართობაზეა. ჩემპიონატში მონაწილეობენ ქვეყნები 6 კონტინენტიდან, მათ შორის, ჩემი სამშობლო ბრაზილია და საფრანგეთი, სადაც მე პარის სენტ ჟერმანში ვთამაშობ.

წესები? მარტივია.თამაში 10 დაძაბული წუთი გრძელდება. გუნდებს არ ჰყავთ მეკარე და როგორც კი კარში ბურთი გავა, გუნდი კარგავს მოთამაშეს. წელს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოთამაშეებს 16-დან 25 წლამდე, თითოეულ გუნდში მხოლოდ ორი 25 წელზე დიდი მოთამაშე დაიშვება. ბევრ ქვეყანაში უამრავ მოთამაშეს აქვს შანსი გამოავლინოს საკუთარი ნიჭი. წელს მეორედ, ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ გოგოებსაც!

2018 წელს 125000 მოთამაშე 62 ქვეყნიდან იბრძოდა გამარჯვებისთვის. ტიტული ერგოთ ბიჭების გუნდს მექსიკიდან და გოგოების გუნდს ბრაზილიიდან.

 

Red Bull Neymar Jr's Five 2019 წლის ჩემპიონატი კვლავ დაუვიწყარი იქნება! არ აქვს მნიშვნელობა მერამდენედ მიიღებ მონაწილეობას ჩემპიონატში- პირველად, თუ მეორედ, დარწმუნებული ვარ, ჩემსავით მოუთმენლად ელი, რომ ბრაზილიაში, ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ითამაშო! მოემზადეთ, შევხვდებით ბრაზილიაში, მსოფლიო ფინალზე Instituto Projeto Neymar Jr -ზე!

მადლობა!
Neymar Jr

Logo injr black 300x122 Signature 292x300

2018 WORLD CHAMPIONS

Deportivo Mago

მსოფლიო ჩემპიონები

2018 mixed winners

Resenha 013

ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი

2018 female winners